LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო

118
meria2

დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არაერთი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g