LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ უნივერსიტეტებთან მოეწყობა ამცრელი სივრცეები, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან: ამირან გამყრელიძე

394
ამირან-გამყრელიძე

„ჩემი უმორჩილესი თხოვნაა მოსახლეობისადმი, გარდა წინასწარი დაჯავშნისა, აქტიურად მივმართოთ ყველა ამცრელ სამედიცინო დაწესებულებას, ასეთი 184-ია ქვეყანაში, 354 ბრიგადით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს, მაგალითად მცხეთაში დიდი ამცრელი ცენტრი გაიხსნა, ხვალ ამცრელი ცენტრი მუშაობას ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში იწყებს, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული, არის აფილირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და მენეჯმენტს რესპუბლიკური საავადმყოფო აწარმოებს.

ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირების განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში. ასეთი იქნება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რომ ადამიანებმა შეძლონ, მივიდნენ ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე და აიცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 15% სწორედ ამგვარად, წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრა.

სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა-სალონებსა და ფიტნესცენტრებში დაშვება შესაძლებელი იყოს მხოლოდ ვაქცინის ან ტესტის საფუძველზე – გამყრელიძის რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g