LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა-სალონებსა და ფიტნესცენტრებში დაშვება შესაძლებელი იყოს მხოლოდ ვაქცინის ან ტესტის საფუძველზე – გამყრელიძის რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოს

265
gamyrel;iZe

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რეკომენდაცია გასცა.

„სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის, ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე,

საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება“. – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურებული შემთხვევების 90 % დელტა შტამს უკავშირდება, რაც უფრო მეტად აგრესიულია და ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g