გამოცემა BBC-ის ცნობით, Diddy-მ შურისძიების მიზნით გააუპატიურა ქალი, რომელმაც მას ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა.
ეშლი ფერჰემი კალიფორნიის პროკურატურაში შეტანილ სარჩელში აცხადებს, რომ რეპერი მას დანით, სახის დასახიჩრებით დაემუქრა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რეპერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 18 სექტემბერს, Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე სხვა ბრალდებები უარყო.
შეგახსენებთ, დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. ამჟამად, ,,დიდის” წინააღმდეგ, ათი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.
Diddy-ს ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია ვრცელდება