LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Diddy-მ შუა საუბრის დროს ახალგაზრდა მამაკაცს შარვლის გახდა სთხოვა – რეპერს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 2 ქალი და 4 კაცი ადანაშაულებს – რა წერია სარჩელში

203
page

Diddy-ის სკანდალურ საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. რეპერის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს. ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში 6 ახალი განაცხადი შევიდა, მათგან, 2 ქალის და 4 მამაკაცის მიერ.

აღსანიშნავია, რომ საჩივრებში აღწერილი ინციდენტები 1995 წლიდან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს.

როგორც ბრალმდებელი მამაკაცი იხსენებს, პროდიუსერთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. Diddy-მ შუა საუბრის დროს ახალგაზრდა მამაკაცს შარვლის გახდა სთხოვა და შემდეგ მას შეეხო. ერთ-ერთი ქალბატონის სარჩელის მიხედვით, ის Diddy-მ 2004 წელს, სასტუმროს ოთახში გააუპატიურა, შემდეგ კი დაემუქრა, ,,თქვენთვის აჯობებს, ამის შესახებ არავის უთხრათო“.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში Diddy-ის საქმის მოსმენა გაიმართა. პროცესს რეპერის ოჯახი, 84 წლის დედა, ჯენის კომბსი და 6 შვილი დაესწრნენ.

ფოტო/ვიდეო: „თქვენი შვილი მოძალადეა“, „თქვენი მამა მკვლელია“- სასამართლო პროცესიდან გამოსულ Diddy-ს დედასა და 6 შვილს შეძახილებით დახვდნენ

Puff Daddy-ის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული მუსიკოსი ციხის საკვებით უკმაყოფილოა

ხალხი ფიქრობს, რომ Puff Daddy-მ გაქცევა შეძლო, ციხეში კი, მისი ორეულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები