ამერიკელმა მომღერალმა, აშერმა დუმილი პირველად დაარღვია და სკანდალურ ჰიპ-ჰოპ არტისტზე, შონ კომბსზე, იგივე Diddy-ზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად სექსუალურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, პატიმრობაში იმყოფება.
Diddy ცდილობს ახალ წლამდე ციხე დატოვოს – ახალი დეტალები სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის შესახებ
Forbes-თან ინტერვიუში 47 წლის არტისტს ჰკითხეს, ერთი სიტყვით როგორ აღწერდა Bad Boy Records-ის დამფუძნებელს, აშერმა მოკლედ უპასუხა – „მემკვიდრეობა“.
ჟურნალისტმა მას დამატებით სთხოვა განემარტა, როგორ შეიძლება ახალგაზრდებს აუხსნას ის ნეგატიური მოვლენები, რაც დღეს შონ კომბსის გარშემო ვითარდება. პასუხად კი მან აღნიშნა, რომ ფაქტების იგნორირება შეუძლებელია, თუმცა, მისი თქმით, ზოგჯერ ადამიანები ადეკვატურად არ არიან შეფასებულნი იმ მიღწევების მიხედვით, რაც მათ რეალურად აქვთ.
„შესაძლოა, ეს ცოტა სადავო მოსაზრება იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგი ადამიანი იდევნება და საზოგადოება მის დიდებულებას სათანადოდ ვერ აფასებს“, – განაცხადა მომღერალმა.
აშერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად მას არ აქვს უარყოფითი გამოცდილება კომბსთან ურთიერთობისას:
„მე შონზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ჩემი გამოცდილება არ ემთხვევა იმას, რაც საზოგადოებამ ნახა და როგორადაც ის არის წარმოჩენილი“, – თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ აშერმა აღიარა, რომ „არცერთი ადამიანი არ არის სრულყოფილი“, მან ყურადღება გაამახვილა კომბსის გავლენაზე მუსიკასა და ბიზნესში.
მისი თქმით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფერადკანიანი ხელოვანების გაძლიერებაში.
„მე ვერ შევძლებ, როგორც ადამიანი, არ ვაღიარო ის მნიშვნელოვანი წვლილი, რაც მან ამ სფეროში შეიტანა“, – დასძინა მან და განმარტა, რომ სწორედ ამიტომ აღიქვამს მას „მემკვიდრეობად“.
შეგახსენებთ, რომ აშერი ახალგაზრდობაში ქომბსის მენტორი იყო და მასთან მუშაობის გამოცდილებას „ძალიან მკაცრ, მაგრამ მნიშვნელოვან გაკვეთილად“ აფასებს. მისი თქმით, სწორედ ამ ურთიერთობამ მისცა შესაძლებლობა ადრეულ ასაკში დაენახა, როგორ იქმნება წარმატებული ბიზნესი და როგორ ყალიბდება გავლენიანი ბრენდი.

