„ლაციოს“ ფანებმა მუსოლინის ბანერი შეიტანეს და მატჩის დროს „მილანის“ ფეხბურთელებს შეურაცხყოფდნენ.
„ლაციალეს“ ქომაგები ერთხელაც გამოირჩნენ მინუს ნიშნით.
ჯერ კიდევ მატჩამდე მილანის ქუჩებში ბანერი მოატარეს: „დიდება ბენიტო მუსოლინის“, ხოლო თამაშის დროს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს ბაკაიოკოს და კესის.
თამაში „ლაციომ“ 1:0 მოიგო.
პირველი შეხვედრა კი ნულოვანი ფრით დასრულდა. მაშინ ბაკაიოკომ და კესიმ „ლაციოს“ ფეხბურთელ ფრანკო აჩერბის დასცინეს, რომლის მაისურით „მილანის“ გულშემატკივრებთან მივიდნენ.