უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ნატალია პოპოვა ავრცელებს.
“კუპიანსკი უკრაინაა. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – წერს პოპოვა სოციალურ ქსელში და უკრაინელი ჯარისკაცების ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც კუპიანსკის საკრებულოს შენობის წინ უკრაინის დროშით ხელში დგანან.
პენტაგონი: ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა