LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დაბრუნება – სანდრა ბულოკი და კიანუ რივზი ახალ ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ

126
სანდრა ბალოკი და კიანუ რივზი ეკრანზე ახალი რომანტიკული ფილმით ბრუნდებიან

ცნობილი ხდება, რომ სტუდია Amazon MGM ახალ ფილმს იღებს, რომელშიც სანდრა ბულოკი და კიანუ რივზის მიიღებენ მონაწილეობას. 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული წყვილი ეკრანებზე ახალი რომანტიკული მელოდრამით დაბრუნდება. ინფორმაციას გამოცემა „ვერიეთი“ ადასტურებს.

საკულტო ფილმის, „სიჩქარის“ 30 წლის იუბილე სანდრა ბულოკმა და კიანუ რივზმა ერთად აღნიშნეს

ფილმის სიუჟეტი და სხვა დეტალები ცნობილი არაა, თუმცა სტუდიაში აცხადებენ, რომ ეს კინოსურათი იქნება დაძაბულიც და რომანტიკულიც, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის შესაძლოა ლეგენდარული ფილმის „სიჩქარის” მსგავსიც იყოს.

ამ ეტაპისთვის ვიცით, რომ ფილმის სცენარზე, ნოი ოპენჰაიმმა იმუშავა. სანდრა და კიანუ ერთად 90-იანი წლების საოცნებო წყვილად არის მიჩნეული, „სიჩქარის” გარდა მათ მონაწილეობა მიიღეს 2006 წლის ფილმში „სახლი ტბის პირას ”

ვნებიანი მზერა, კოცნა და ნიშნობის ბეჭედი – კიანუ რივზი ალექსანდრა გრანტთან უბედნიერესია

ჯინსები, ხავერდის პიჯაკი და დაწნული თმა – 60 წლის სანდრა ბალოკი ფანტასტიკურ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები