სელინ დიონი ფრანგული Vogue-ის მაისის ნომრის სახეა. კანადელი არტისტი, რომელიც იშვიათი ნევროლოგიური დაავადების გამო იძულებულია, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვას, ამჯერად შეთავაზებას დათანხმდა და საყოველთაო აღწაცებაც გამოიწვია.
გამოცემის ფურცლებზე, 55 წლის ვარსკვლავი რამდენიმე განსხვავებული ლუქითაა აღბეჭდილი, რომლებიც ცხადჰყოფს, რომ ის გამოწვევებს არ უშინდება.
,,დღეს მე ვარ ქალი, რომელიც თავს ძლიერად გრძნობს და მომავალს იმედით უყურებს“, – აღნიშნა ჟურნალთან ინტერვიუში საკულტო შემსრულებელმა.
სელინ დიონი 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, საჯაროდ თითქმის არ ჩნდება. მიზეზი მისი დიაგნოზი – გაშეშებული ადამიანის სინდრომია (Stiff Person Syndrome), რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. ის მილიონში ერთს ემართება.
ვიდეო: სელინ დიონი Bon Jovi-ის ჰიტზე პატარა ბავშვივით აცეკვდა
ტრიუმფალური დაბრუნება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ – სელინ დიონი „გრემიზე“ გამოჩნდა