LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი იმედი მაქვს, ლიდერები სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან, უკრაინას სჭირდება იმედი, ევროპული პერსპექტივა: რობერტა მეცოლა

67
რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იმედს გამოთქვამს, რომ „ლიდერები სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან, რადგან უკრაინას სჭირდება იმედი და ევროპული პერსპექტივა“.

მისივე განმარტებით, მათი მიზანი რუსული ენერგორესურსებისგან გათავისუფლებაა. მეცოლას თქმით, უკრაინას სჭირდება იმედი, პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა.

მეცოლა: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, ლიდერები სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან. ჩვენი მიზანი მოითხოვს რუსული ენერგორესურსებისგან თავისუფლებას. ევროკავშირის ერთიანობა ჩვენი ორგანიზაციის მთავარ სიძლიერედ უნდა დარჩეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა ამ დრომდე მხარს გვიჭერს და ეს უნდა შევინარჩუნოთ. მე კოლეგებს ვესაუბრე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მომავალი სამიტის სამზადისზე. ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. ევროპარლამენტის პოზიცია ასეთია – გვინდა თუ არა ჩვენ, რომ უკრაინა უყურებდეს ევროპას? თუ გვინდა უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოს ეჭვი შეეპაროს ჩვენ უნარში მივიღოთ მნიშვნელოვან დროს გადაწყვეტილებები და ვიყოთ წამყვანი ძალა. ჩემი მოსაზრება ასეთია. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროპას და ეს სიგნალი გავუგზავნოთ უკრაინელ ხალხს. უკრაინას სჭირდება იმედი, პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

magti 5g