LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ხანია, ასეთი ემოციებით პოსტი არ დამიწერია, თურქები დასახმარებლად გარბიან“ – გიგა მაქარაშვილი

236
Untitled design

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყნის მოქალაქეები სტამბოლის აეროპორტში შეიკრიბნენ და სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ, რათა მაშველებს სამძებრო სამუშაოებში დაეხმარონ.

ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა

მსოფლიო მედიაში გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი:

„დიდი ხანია, ასეთი ემოციებით პოსტი არ დამიწერია.

ტრაგედიიდან რამდენიმე საათში თურქეთის აეროპორტები ბოლომდე გადაიტენა!

თურქები დაზარალებული ქალაქების დასახმარებლად გარბიან“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებები წერენ, სამაშველო ოპერაციებს სულ უფრო და უფრო მეტი მოხალისე უერთდება.

„ასობით მოხალისე, მაშველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასწრაფოდ გაემგზავრნენ სტამბოლის აეროპორტში, რათა თურქეთის მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ“, – წერს მედია.

ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში, საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

მოგვიანებით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მესამე ძლიერი მიწისძვრა კი გასულ ღამეს მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა 5 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის მილიონზე მეტი ბავშვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g