LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა 2020 წელს“ – ემა რობერტსმა ახალშობილი პირველად გამოაჩინა

138
37932190-0-image-a-16-1610497597693

ორი კვირის წინ, 29 წლის მსახიობ ემა რობერტსსა და მის შეყვარებულს, გარეტ ჰედლუნდს პირველი შვილი შეეძინათ,  ვარსკვლავურმა წყვილმა ვაჟიშვილს როუდსი დაარქვა. ახლახანს ემამ ახალშობილი პირველად გამოაჩინა.

მსახიობი ბაღში ფორთოხლისფერ კაბაში ზის, ხელში კი ახალშობილი უჭირავს.

„დიდი მადლობა 2020 წელს იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში სხივი გამოაჩინა – როუდს ჰედლუნდი“, – წერს რობერტსი.

ცნობისთვის, მშობიარობამდე მსახიობმა ამერიკული ,,კოსმოპოლიტენის” გარეკანი დაამშვენა. ემამ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა და თავის პრობლემებსა თუ ემოციებზე გულწრფელად ისაუბრა. მისი განცხადებით, მას ფერტილობის პრობლემები ჰქონდა, კვერცხუჯრედიც გაყინა და როდესაც ორსულობის შესახებ გაიგო, ის ძალიან  გაოცებული დარჩა.

შეგახსენებთ, ემა და ჰარი ერთად უკვე ერთი წელია არიან. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, რამდენიმე თვეში კი სასიყვარულო  გრძნობებში გადაიზარდა.  ჯერჯერობით უცნობია, როდის დააკანონებს წყვილი ურთერთობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები