LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი მადლობა ბატონ ბიძინას. გუნდს ვტოვებ არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი” – კარლო კოპალიანს უფლებამოსილება შეუწყდა

230
71776491-127107098688910-6332993530662748160-n

მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს, საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს და დაამტკიცეს კარლო კოპალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ვადაზე ადრე მისთვის დეპუტატის მოვალეობის ჩამორთმევის თაობაზე, დადგენილების პროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრამდე კოპალიანმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტსა და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ გუნდს ტოვებს არა “გაბრაზებული”, არამედ “მადლიერებით აღვსილი”.

გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, ბაზარში ვერ შევა – კარლო კოპალიანი

„ბატონებო, მინდა ამ დარბაზში შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს, გუნდის წევრი ტოვებს არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა ეს მომავალში მაგალითად იქცეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს, რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. მე ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს მიღალატია. მადლობა მედიას, მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს, მადლობა ჩემს კოლეგებს. მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა და შანსი მომცა, იმ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც „ქართული ოცნება“ დააფუძნა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის, რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის, დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს,” – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები