LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა რომ მიძლებ, შენ საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის“ – ჯასტინ ტიმბერლეიკი ჯესიკა ბილს დაბადების დღეს ულოცავს

797
safe-image (1)

ბოლო პერიოდია, 39 წლის ჯასტინ ტიმბერლეიკის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. არსებობს დამამტკიცებელი ფოტომასალა, თუ როგორ ეფლირტავება ჯასტინი თავის კოლეგას. ამ ფაქტის გამო, მომღერალმა თავის მეუღლეს, ჯესიკა ბილს  საჯაროდაც  მოუბოდიშა.

,,იმ საღამოს მე არაფხიზელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი" - ჯასტინ ტიმბერლეიკის პირველი კომენტარი სავარაუდო ღალატზე (ფოტო)

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ჯასტინმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე განცხადება გააკეთა

ტაბლოიდებიც ყურადღებით აკვირდებიან ცოლ-ქმრის ურთიერთობას და თოთოეულ დეტალზე ჩასაფრებულები არიან, თუმცა, როგორც ჩანს, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ოჯახში სრული ჰარმონია სუფევს.

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ჯესიკა ბილი დაბადების დღეს მეუღლესთან ერთად აღნიშნავს.

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო საყვარელო, შენთან ყოველი დღე თავგადასავალია, მადლობა, რომ მიძლებ, შენ საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის“ – წერს ჯასტინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები