LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა, რომ შანსი მომეცით ძალიან ძალიან კარგ თეატრში ვყოფილიყავი.. მაგარი საქმე დაიწყეთ ისევ თავიდან“ – კოკო როინიშვილის ემოციური მიმართვა ლევან წულაძეს

566
ფორტუნა - 2023-10-10T221154.607

მსახიობი და ტელეწამყვანი კოკო როინიშვილი მარჯანიშვილის თეატრის ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს მადლობას უხდის მიცემული შანსისთვის.

ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს.

„ბატონო ლევან! ძალიან დიდი მადლობა, რომ შანსი მომეცით ძალიან ძალიან კარგ თეატრში ვყოფილიყავი. ბევრი ვისწავლე თქვენგან და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტს ვისწავლი იმიტომ, რომ ძალიან დიდი და მაგარი საქმე დაიწყეთ ისევ თავიდან და ვიცი რომ Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42, განწირულია ძალიან დიდი წარმატებისთვის! წინ ბატონო ლევან, ახალი საოცარი თავგადასავლებისკენ“, – წერს კოკო როინიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ლევან წულაძის მიერ, მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

უწყებამ ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, თავად ლევან წულაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად საშემსრულებლო ხელოვნების თეატრის „თეატრი სახელოსნო 42“-ის გახსნა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები