LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი მანქანების მძღოლები საგზაო წესების დარღვევისთვის მეტ ფულს გადაიხდიან

46
jarima

გამოცემა The Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია მსოფლიოში პირველი განაჩენის შესახებ, რომელიც ყველგანმავალის მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის გამოუტანეს. გერმანიის სასამართლომ ავტომფლობელს დააკისრა ჯარიმა, რომელიც მსგავსი კანონდარღვევისთვის დაწესებულ სტანდარტულ სანქციას ბევრად აჭარბებს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ დიდ გაბარიტებიანი მოდელები ქვეითებისთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა, მოსამართლის განაჩენის გასაჩივრება ჯერ კიდევ შეიძლება.

სასამართლო განიხილავდა სტანდარტულ საქმეს – მძღოლმა უბრალოდ წითელზე გაიარა. გერმანული კანონის მიხედვით, ასეთი დარღვევისთვის მას ჯარიმა – 200 ევრო უნდა გადაეხადა. თუმცა, მოსამართლემ ყველგანმავალი 350 ევროთი დააჯარიმა. თავისი პოზიცია კი იმით ახსნა, რომ დიდი მანქანა მეტ საფრთხეს ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები