LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ჯეთრო გარდაიცვალა“ – ნიკ ქეივი

241
page

ავსტრალიელი მუსიკოსის, ნიკ ქეივის, უფროსი შვილი, მოდელი და ფოტოგრაფი, ჯეთროუ ლეზენბი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად არტისტმა გაავრცელა.

„დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ჯეთრო გარდაიცვალა“, – განაცხადა 64 წლის ქეივმა.

ჯერჯერობით, ქეივის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ცნობისთვის, ჯეთროუ რამდენიმე თვის წინ  დედაზე თავდასხმის გამო დააკავეს.

შეგახსენებთ, ნიქ ქეივს 2015 წელს ასაკში 15 წლის ვაჟიც გარდაეცვალა. ის კლდიდან გადავარდა.

„ვლოცულობთ, რომ ამ შეშლილ სიტუაციას მალე მოეღოს ბოლო“ – ნიკ ქეივი პროტესტს უერთდება და მოსკოვში კონცერტებს აუქმებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები