LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით გადასახდისთვის თავის არიდების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

93
36545454

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 426 711 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 281 123 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 168 009 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 111 667 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

magti 5g