LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი სცენა“ ყველაზე პატარა მონაწილემ დატოვა – ვინ გახდნენ ფინალისტები

546
es foto mtavarze daude

„დიდი სცენის“ მორიგი ლაივკონცერტი დუეტებს ეძღვნებოდა. კონკურსანტებმა სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელთან ერთად შეასრულეს სიმღერები და მაყურებლისა და ჟიურის ქულებიც დაიმსახურეს.
გიორგი ფუტკარაძემ დუეტი ლევან მასპინძელაშვილთან ერთად წარმოადგინა. ბიჭებმა ერთობლივად შეასრულეს სიმღერა სახელწოდებით I Still Haven’t Found What I’m Looking For.

https://www.facebook.com/didiscena/videos/752711948878026/

მაყურებლის წინაშე ასევე წარდგნენ „დიდი სცენის“ გასული სეზონის მონაწილე, ომა ფავორი და ლევან ყანდიაშვილი, რომლებმაც შეასრულეს კომპოზიცია: His Eye On The Sparrow.
https://www.facebook.com/didiscena/videos/231343164958847/

„დიდი სცენის“ კიდევ ერთი გამორჩეული ნომერი გახლდათ მემე ჟორდანიასა და ალეკო ბერძენიშვილის დუეტი. მათ იმღერეს Best Part H.E.R.-ის რეპერტუარიდან, რომელსაც სოციალურ ქსელებში ახალგაზრდები ყველაზე ხშირად ასრულებდნენ ბოლო პერიოდში.

https://www.facebook.com/didiscena/videos/1111353662599151/

მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტი ამჯერად მისმა ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, ცოტნე ბარბაქაძემ დატოვა. მან დუეტი ლიზა კალანდაძესთან ერთად წარმოადგინა, თუმცა ჟიურისგან 27 ქულა დაიმსახურა და მაყურებლის დიდი მხარდაჭერაც ვერ მოიპოვა.

https://www.facebook.com/didiscena/videos/309699026909761/

რაც შეეხებათ ფინალისტებს: ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მაყურებლის რჩეული გახდა, მემე ჟორდანიასა და გიორგი ფუტკარაძეს – მათ შეხვდებით 23 აგვისტოს, კვირას, „დიდი სცენის“ გრანდიოზულ ფინალზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g