LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი შვიდეული” ღარიბ ქვეყნებს 1 მილიარდ დოზა ვაქცინას გაუნაწილებს

92
1

“დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერები მსოფლიოს ჰპირდებიან, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის კოვიდვაქცინის მილიარდ დოზას გამოყოფენ, რათა მომავალი წლის ბოლოსთვის, მსოფლიოს მოსახლეობა სრულად იყოს ვაქცინირებული.

უცხოური მედიასაშუალებები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაზე დაყრდნობით წერს, რომ ვაქცინების მილიარდი დოზის გაზიარების შესახებ G7 სამიტზე გამოაცხადებენ.

მნიშვნელოვანია სამიტის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის ინიციატივაც – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მსოფლიოს დაეხმარება და სხვა ქვეყნებს ვაქცინის 100 მილიონ დოზას გაუნაწილებს.

ჯონსონი ასევე იმედოვნებს, რომ სხვა ქვეყნის ლიდერები სხვა ქვეყნებს საერთო ჯამში, მილიარდ დოზა ვაქცინას გაუნაწილებენ.

შეგახსენებთ, “დიდი შვიდეულის” სამიტი დღეს იხსნება, გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ლიდერები დიდი ბრიტანეთის კორნუოლის საგრაფოში  შეიკრიბებიან. სამიტის მთავარი თემა კი მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება და კოვიდვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობაა.

შეგახსენებთ, “დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და იაპონია.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინების გაზიარების შესახებ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატებია – შტატები სხვადასხვა ქვეყანას ვაქცინის 80 მილიონ დოზას გადასცემს, ორი წლის განმავლობაში კი, ჯამში 500 მილიონი დოზის გაზიარებას გეგმავს.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ქვეყნები და რა პრინციპით მიიღებენ ვაქცინის დოზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g