LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

181
Atalayar_G7

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, რომლებიც გერმანიაში სამიტში მონაწილეობენ, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე წარმოადგენს ომის დანაშაულს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები უკრაინას კიდევ ერთხელ უდასტურებენ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისა და გაუმართლებელი ომის წინაშე, რომელიც უკვე 124 დღეა, მძვინვარებს უკრაინაში და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება.

უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g