LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, არ შეცვალოს სტატუს-კვო და ტაივანის სრუტეში უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს

76
G7_

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, არ შეცვალოს სტატუს-კვო და ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბოლოდროინდელი, გამოცხადებული მუქარის შემცველი ქმედებებით. კერძოდ, სწავლებით, რეალური ცეცხლის გამოყენებით და ეკონომიკური იძულებით, რაც რისკია არასაჭირო ესკალაციისთვის. გამართლება არ აქვს ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედებებისთვის საბაბად ვიზიტის გამოყენებას. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ნორმალური და რუტინულია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ესკალაციური პასუხი საფრთხეა დაძაბულობის გაზრდისა და რეგიონის დესტაბილიზაციისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ძალისმიერი გზით, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო რეგიონში და სრუტის ორივე მხარეს არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენს საერთო და მტკიცე ვალდებულებას, ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g