LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი სურვილი მაქვს, საბოლოოდ, მხარეები ამნისტიის საერთო კანონზე შეჯერდნენ: კუჭავა

36
კახა კუჭავა

“დიდი სურვილი მაქვს, რომ საბოლოოდ, ერთ ამნისტიის კანონზე მოხდეს შეჯერება. თუ როგორ წარიმართება პროცესი, ყველა ერთად ვნახავთ.” – პოზიციების შეჯერების სურვილს პარლამენტის თავმჯდომარე გამოთქვამს და მაგალითად საარჩევნო რეფორმის კანონს ასახელებს, რომელთან დაკავშირებითაც პოზიციების შეჯერება მოხერხდა.

კახა კუჭავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე განხილვის მონაწილე არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პროცესში თავადაც ჩაერთვება, რათა ორი კანონპროექტი ერთ საბოლოო ვერსიად შეაჯერონ:

“ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ ერთი რეფორმა იყოს. ჩვენ უკვე ვნახეთ ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხდა. მართლა დიდი სურვილი მაქვს, რომ საბოლოოდ მოხდეს შეჯერება ერთ პროექტზე, ერთ ამნისტიის კანონზე. თუ როგორ წარიმართება პროცესი, ყველა ერთად ვნახავთ. ჯერჯერობით განხილვის მონაწილე მე არ ვარ, თუ საჭირო გახდება, რომ მეც ჩავერთო, რათა ეს ორი კანონპროექტი ერთ საბოლოო ვერსიად შევაჯეროდ და ვნახოთ, რა არის რეალური განსხვავება და მხოლოდ შემდეგ ამ განსხვავებაზე შევეცადოთ კომპრომისები ვიპოვოთ – მეც ჩავებმები. ჯერჯერობით მხარეები ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, არის შეხვედრები და ეს კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, ამიტომ დაველოდოთ პროცესს.” – თქვა კუჭავამ.

შეგახსენებთ, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა “ამნისტიის შესახებ” მმართველი გუნდის მიერი ინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკეს. მმართველი გუნდის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კი აღნიშნა, რომ არ არის მომხრე, ამნისტია მიიღონ, მაგრამ არის შეთანხმების ერთგული.

ამნისტია “ქართული ოცნების” ინიციატივა არ ყოფილა, თუ ვთანხმდებით, რომ ეს კანონი არ მივიღოთ, კი ბატონო: ოხანაშვილი

ოცნება ამნისტიის მიღებას ისე აპირებს, არც კი იძიებს, რა მოხდა – ნაცვლიშვილი ინიციატივით გამოდის, კანონპროექტის განხილვა გადაიდოს

გახარიას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა, მას საამნისტიო არაფერი სჭირს: ანა ბუჩუკური

magti 5g