LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია… ახლა ის კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას“- შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

174
შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ევროპული პლატფორმის შექმნაზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს და მას მოსახლეობას წარუდგენს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს „პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია“

„მებრალება, ერთადერთი შანსი, ისტორიაში „პოზიტიურად” დარჩენილიყო, უკვე გაუშვა… ჩემს შვილიშვილებს ისტორიას რომ შეასწავლიან, ამ ქალზეც იქნება ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე”- მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილზე

„ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოსგან. მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური, ახლა ის კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას.

ამაზე კომენტარი ზედმეტია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას და მის მოწონებას საზოგადოებაში, არ ვიცი ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა“- განაცხადა პაპუაშვილმა.

,,მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე” – სალომე ზურაბიშვილი

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ სამომავლო გეგმები გააცნო. „მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ“- განაცხადა პრეზიდენტმა.

გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის განცხადება, რომ არაფერს დაწერს და ვეტოს ისე წარმოადგენს, ღალატთან ერთად, ადასტურებს მის უვიცობას, კონსტიტუციაც არ წაუკითხავს, რისი უფლება აქვს

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, “უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის მობილიზაციაა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.“

„არავინ იფიქროს, რომ შეიძლება პრეზიდენტი გამოიყენო, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო“ – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ევროპელ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ: ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები

პოპულარულები