LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მებრალება, ერთადერთი შანსი, ისტორიაში „პოზიტიურად” დარჩენილიყო, უკვე გაუშვა… ჩემს შვილიშვილებს ისტორიას რომ შეასწავლიან, ამ ქალზეც იქნება ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე”- მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილზე

218
მაია ბითაძე

„ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით წერს.

ბითაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ძირს უთხრის საქართველოს და ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს”

,,მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე” – სალომე ზურაბიშვილი

როგორც ბითაძე აღნიშნავს, „ისტორია შეაფასებს პრეზიდენტის მოღალატეობრივ და ამპარტავნულ ქმედებებს“:

„დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს და ხან მეორისაზე. 

„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი“ -კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ვეტოს პროცედურებს განმარტავს

რეალურად, მებრალება, რადგან ერთადერთი შანსი, ისტორიაში ,,პოზიტიურად” დარჩენილიყო მან უკვე გაუშვა, ჰოდა აი ჩემს შვილიშვილებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იქნებიან, ისტორიას რომ შეასწავლიან სკოლაში, ამ ქალზეც იქნება იქ ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე. დანარჩენი წვრილფეხობა კი – ისტორიის წიგნებში სახელები და გვარებითაც არ იქნებიან მოხსენიებული“ – წერს ბითაძე.

„არავინ იფიქროს, რომ შეიძლება პრეზიდენტი გამოიყენო, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო“ – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ევროპელ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ: ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები

ცნობისთვის, „მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი.

დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა,…

Posted by Maia Bitadze / მაია ბითაძე on სამშაბათი, 14 მაისი, 2024
magti 5g