LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი წინაღობების მიუხედავად აბანოს უღელტეხილი დავიპყარით“ – ნახეთ ულამაზესი კადრები თუშეთიდან (ვიდეო)

623
82151179-2866170870102342-9129220680074657792-n

ის, რომ თუშეთი როგორც ადგილობრივი მოგზაურების, ისე უცხოელი ვიზიტორების საყვარელი ტურისტული მიმართულებაა საქართველოში, არავინ დავობს. ქვეყნის ეს ნამდვილი მარგალიტი არა ერთხელ გამხდარა საერთაშორისო მედიასაშუალებების ინტერესის საგანი, არა ერთი სტატია დაწერილა თუშეთზე და არა ერთი სიუჟეტი გადაუღიათ ამ საოცარ მხარეზე.

თუშეთის მიმართ მოგზაურების განსაკუთრებული სიყვარული მუდმივად იგრძნობა სოციალურ ქსელში ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილ სხვადასხვა ჯგუფებსა, თუ გვერდებზეც. ამჯერად თუშეთის ულამაზეს კადრებს „ფეისბუქის“ მომხმარებლებს ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia მირიან თედორაძე უზიარებს.

„დიდი წინაღობების მიუხედავად დღეს აბანოს უღელტეხილი დავიპყარით“, – წერს თედორაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. გზა თავისი პირობებიდან გამომდინარე თუშეთში ტურისტების მიზიდვის ერთ–ერთ საშუალებად ითვლება, მეორე მხრივ კი გზის მდგომარეობა ხშირად იმდენად გაუარესებულია, რომ ტურისტებს აფრთხობს. თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა, დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

250 კონკურენტს შორის თუშეთი შეარჩიეს - ის მსოფლიოს გამორჩეულ ბუნებრივ საგანძურად დაასახელეს

თუშეთმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - ის The New York Times‎-ის ნომინანტებშია

საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. ფშაველიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან კი აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები