LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი ჩაიკეტა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 20 საჯარო სკოლაში“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

143
საჩხერე

„დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“ – გოჩა ენუქიძე

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს:

„ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში – არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა. მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეაჩერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

🚜საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი,…

Posted by საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g