დიდუბეში, გოგოლაურის ქუჩაზე სავარაუდოდ, 4 პირი, მათ შორის 3 ძმა დაჭრეს.
“კურიერის” ინფორმაციით, კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ერთი პირი. მიმდინარეობს გამოძიება.