უბედური შემთხვევა დიდუბეში – სახლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
შემთხვევა სოხუმის ქუჩაზე მოხდა.
ორი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, ერთმა კი კლინიკაში მოთავსებაზე უარი განაცხადა.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.