LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტოლოგებმა ზედმეტი წონის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები გამოაქვეყნეს

104

საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად წონაში მატების პრობლემაც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ამ პერიოდში ადამიანები საშუალოდ 2,5 კგ-ს იმატებენ, ამიტომ ზედმეტი წონის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები გამოაქვეყნეს.

მთავარი რეკომენდაცია კი ისაა, რომ მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. საზეიმო სუფრა უამრავი კერძითაა სავსე და რთულია მათ დაგემოვნებაზე უარის თქმა, თუმცა სასურველია, რომ თავიდანვე რამდენიმე კერძი შეარჩიოთ და მხოლოდ ისინი მიირთვათ.

ასევე, შეეცადეთ, რომ ბევრი იმოძრაოთ და ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისგანაც თავი შეიკავეთ, რადგან ალკოჰოლი კონტროლის დაკარგვას გამოიწვევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები