დიღმის საველე ჰოსპიტალის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათთან მოთავსებულია 60 პაციენტი.
მისი თქმით, ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან. როგორც ექიმი ამბობს, ჯერჯერობით არავის გადაყვანა არ იგეგმება.
“ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა ჰოსპიტალში მისი თანხმლები დაავადებების გამო. მიღებას ვაგრძელებთ. ერთ პაციენტს კიდევ ველოდებით. პროპორციულად არის პერსონალი”, – განაცხადა საველე ჰოსპიტალის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ.