LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

767
liberti-abra

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე  „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ამ დროისათვის,  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ყაჩაღობას და 236-ე მუხლის 3-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა და ტარებას ითვალისწინებს.

ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს – ორი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g