LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს – ორი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

739
ვარკეთილი

თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი ადამიანი სხეულის დაზიანებით კლინიკებშია გადაყვანილი. შსს ჯერ ვერ ადასტურებს აქვთ თუ არა დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა.  უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g