Father of Asahd – ასე ჰქვია დიჯეი ქალიდის რიგით მე-11 სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს მიმდინარე წელს იხილავს. საინტერესოა, რომ ახალი დისკის რელიზის ოფიციალური თარიღი და სხვა დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია, თუმცა 43 წლის ვარსკვლავმა ახლახან, თაყვანისმცემლებს საკუთარი ხმისჩამწერი სტუდიიდან, ერთ-ერთ დუეტზე მუშაობის კადრები გაუზიარა.
გაირკვა, რომ ამერიკელი არტისტი სულ მალე ბედ ბანისთან კოლაბორაციას შემოგვთავაზებს, რისთვისაც ისინი We the Best Music Group-ში შეიკრიბნენ.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ,,ასადის მამამ” ქსელში კრის ბრაუნთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერიდან ცნობილი გახდა, რომ ფირფიტაში სკანდალური ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ვოკალსაც მოვისმენთ.
შეგახსენებთ, რომ დიჯეი ქალიდის ბოლო მუსიკალური ჩანაწერი სახელწოდებით Grateful, 2017 წელს გამოვიდა.