ლეონარდო დიკაპრიოს საცოლე, 25 წლის კელი რორბახი, ფრანგული ჟურნალისთვის Jalouse გადაიღეს. მოდელი, რომელიც ხშირად პოზირებს საცურაო კოსტიუმით, ამჯერადაც შეუდარებელია. რორბახის ფოტოები ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კამპუსთანაა გადაღებული და ის თემატურად უხდება მისი სამოსის კოლეჯურ სტილს.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 40 წლის დიკაპრიომ ურთიერთობის გაოფიციალურება გადაწყვიტა და საცოლე ოჯახის წევრებს გააცნო.