“ხელისუფლება და მთავრობა გაიგებს ყველაფერ იმას, რაც ყველაზე ძალიან არ მოსწონდათ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით რუსთავი 2 ზე”,- ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა დიკო ჯოჯუამ განაცხადა. მან ფეისბუქ ლაივის საშუალებით მთავარი არხის შესახებ ისაუბრა.
“სწორედ აქ გაიგებს თითოეული ადამიანი და თითოეული მოქალაქე გაიგებს საკუთარ ხმას. ხელისუფლება და მთავრობა გაიგებს ყველაფერ იმას, რაც ყველაზე ძალიან არ მოსწონდათ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით რუსთავი 2 ზე. გაიგებს კრიტიკულ ინფორმაციას და გაიგებს რა პრობლემა აქვთ მათ და თუ მოგვისმენს ჩვენ გაიგებს რა უნდა გააკეთოს”-აღნიშნა დიკო ჯოჯუამ.
მთავარი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერს საღამოს 9 საათიდან დაიწყებს.
https://www.facebook.com/Mtavari.ge/videos/438605886752005/?v=438605886752005