დღეს საქართველოს პარლამენტში მისულ დეპუტატებს მაგიდებზე ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია დახვდათ ამობეჭდილი.
ფოტოებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი “ფეისბუქში” ავრცელებს.
“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:) ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს…
პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს,”- წერს სერგო რატიანი.
საპარლამენტო უმრავლესობამ კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება არასაკმარისი ხმების გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით კი ეს ტექნიკური მიზეზებით ახსნეს.