LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დილას დაგვხვდა, გვასწავლიან” – დეპუტატებს მაგიდებზე ხმის მიცემის ინსტრუქცია დახვდათ ამობეჭდილი

102
Capture

დღეს  საქართველოს პარლამენტში მისულ დეპუტატებს მაგიდებზე ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია დახვდათ ამობეჭდილი.

ფოტოებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი “ფეისბუქში” ავრცელებს.

“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:) ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს…
პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს,”- წერს სერგო რატიანი.

საპარლამენტო უმრავლესობამ კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება არასაკმარისი ხმების გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით კი ეს ტექნიკური მიზეზებით ახსნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები