LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილის ტურები არიან თუ ღამის მგლები, ღირსეულად უნდა შევხვდეთ“

183

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ, “ღამის მგლების” საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

ვოლსკის თქმით, მათი ყოფნა საქართველოში, მისთვისაც უარყოფით ემოციებს იწვევს, თუმცა საქართველო ამას ღირსეულად უნდა შეხვდეს.

მან აღნიშნა, რომ მასპინძელი ქვეყნის დამოკიდებულებასა და განწყობას ტურისტი “ღამის მგლები არ ეპუებიან”, თუმცა მოსახლეობამ მათ მიმართ შიშისა და საფრთხის განწყობა არ უნდა შეიქმნას.

„ვფიქრობ, მთელი საქართველოს საზოგადოება არის უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს რაღაც გარკვეულად ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ მათი მოქმედებები პროვოკაციულია, გარკვეულ დაპირისპირებას იწვევს და მაინც არ ეპუებიან განწყობას მასპინძელი ქვეყნისა. ღამის მგლების მიმართ რაღაც შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება მათი სახიდან, დილის ტურები არიან თუ ღამის მგლები, ჩვენ არ გვეკადრება და ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

გია ვოლსკი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იმყოფებოდა. დეპუტატმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვაკის პარკში, ასევე იმყოფებოდნენ “ღამის მგლები”, მათაც მემორიალი ყვავილებით შეამკეს და განაცხადეს, რომ საქართველოში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად ჩამოვიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g