LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილით ადრე გაღვიძების მოყვარულებს დეპრესიის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ

149
1626732280

დილით ადრე გაღვიძების და აქტიურობის მოყვარულ ადამიანებს ნაკლები რისკი აქვთ დეპრესიის განვითარების, შედარებით მათთან ვინც მეტ ენერგიას უფრო ღამით გრძნობს. ასეთ დასკვნამდე ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

სპეციალისტებმა 14 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემი გააანალიზეს. კვლევაში მონაწილეობას ძირითადად საშუალო ასაკის (საშუალოდ 43 წლის) ადამიანი იღებდნენ. მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, რომლის ფარგლებშიც თავისი ცხოვრების სტილი აღწერეს და დეპრესიის ინტენსივობის 14 სიმპტომი გამოყვეს.

შედეგად კი დადგინდა, რომ ე.წ. „ჭოტებს“ დეპრესია რატომღაც ნაკლებად აწუხებთ.

მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ისეთი მავნე ჩვევები როგორიცაა მაგალითად ალკოჰოლი და ნიკოტინი, შესაძლოა დეპრესიის განვითარებაში ასევე დიდ როლს თამაშობდეს, რადგან ორივე ნივთიერება ტვინის ქიმიურ შემადგენლობაზე მოქმედებს, ბიო რიტმებს ცვლის და ძილის რეჟიმსაც არღვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g