LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს“ – გელა მთივლიშვილი

434
2025-02-04_22-38-46_878153

დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს, – აღნიშნულის შესახებ „მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოვიდა პატრული, იძახებს კრიმინალურ პოლიციას და არავინ მოდის.

„დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს. არ ვუპასუხე. ისევ პარკინგზე ჩავიდა და ჩამოვვარდი შტატივით, რომ მანქანის დამტვრევა თუ სცადა, მოვიგერიო და თავიც დავიცვა.

მთელი დღე ველოდი კრიმინალურ პოლიციას, რომელსაც პატრულმა ფაქტის დაფიქსირების შემდეგ საქმე გადასცა და არ მოვიდა არავინ. ახლა დამემუქრა კიდეც, ვითომ დანაშაულს ვაბრალებ.

არადა, სახით მყავს იდენტიფიცირებული. ახლაც მოვიდა პატრული, იძახებს კრიმინალურ პოლიციას და არავინ მოდის. 39 სიცხით დამაწრიალებენ ასე“, – წერს მთივლიშვილი.

ცნობისთვის, დღეს გელა მთივლიშვილის სამსახურის კუთვნილი მანქანა დაუზიანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g