LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ობოლაძე: „რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი, თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“

292
დიმა ობოლაძე, ბუდუ ზივზივაძე

ტელეკომპანია „იმედის“ სპორტული ჟურნალისტი, დიმა ობოლაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძისთვის სიტყვით გამოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„სქრინებს მიყრიან „ფეისბუქზე“, თითქოს ბუდუს ვუთხარი შენ სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით და აღარ გამოვიდა. შეიძლება იმას ვკითხე.

ნაღდად მახსოვს, რომ – „სიტყვით არ გამოდიხარ? – არა“ და მორჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი. ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. ამას „ინსტაგრამზე“ დავდებ, რადგან მე სხვა პლატფორმა არ მაქვს. სისულელეა, თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, – ამბობს დიმიტრი ობოლაძე.

ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სისულელეა, თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა

შეგახსენებთ, 2 ივლისს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრების მსვლელობა მოეწყო, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა კადრები და ინფორმაცია, თითქოს ღონისძიების ერთ-ერთმა წამყვანმა, დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

აღნიშნულს გამოეხმაურა ბუდუ ზივზივაძის მამა. კახა ზივზივაძის ცნობითაც, ფეხბურთელი არ ადასტურებს, რომ მას დიმა ობოლაძემ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

„მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს..მადლობა რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ“, – წერს სოციალურ ქსელში კახა ზივზივაძე.

ნათია ფანჯიკიძე: „თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი.. ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი „დაცვის“ ობიექტად აქციონ, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება, არც ბუდუა „საწყალი“ ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან „ცხვრები“, რომ ერთმანეთი დააჩაგვრინონ ვინმეს“

დიმა ობოლაძე: რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი

Posted by TV Imedi on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები