LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი გვრიტიშვილი: „უფლება გვაქვს, წელიწადში ერთხელ მაინც შევიკრიბოთ კორპორაციულ საღამოზე.. სანქციების არავის ეშინია“

165
BeFunky-collage (33)

რესტორან „ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ.

„მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ – სანქციების არავის ეშინია, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ.

„ყველას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება…

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. მე არ ვიცი ცალკეული საქმეები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის შესაბამისად“,- აღნიშნა გვრიტიშვილმა.

magti 5g