LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი პესკოვი პრემიერსა და ქართველ პოლიციელებს მოვლენების სწორი შეფასებისთვის მადლობას უხდის

77
დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 31 მარტს, თბილისში განვითარებული მოვლენების სწორი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც დაგმო ის, რაც გუშინ მოხდა და ჩვენ ამას მივესალმებით. ასევე მადლობას ვუხდით ქართველ პოლიციელებს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

რაც შეეხება კითხვას აქციის შესახებ – გუშინდელი აქცია რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული თუ უშუალოდ პოზნერის წინააღმდეგ, საკითხს ასე არ დავსვამდი, მე ასეთი დიფერენციისგან თავს შევიკავებდი, რადგანაც საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, იქ ხომ მხოლოდ პოზნერი არ ყოფილა?!“- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, უმჯობესია დაბადების დღეები რუსეთის მოქალაქეებმა სახლში გადაიხადონ.

“საქართველოში ჩასვლა სახიფათოა. კატეგორიულად ვგმობთ თბილისში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ნაციონალისტების ექსტრემისტულ ქმედებებს,” – დასძინა პესკოვმა.

magti 5g