LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი პესკოვი: საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის

127
o

საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„განსაზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადადგას, ეს მართლაც ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამისთვის მზად არის და ვისაც ეს სურს“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ „მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს“.

მიხაილ გალუზინი: „მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს“

„მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – აღნიშნა გალუზინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g