LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: კაპიტალის ბაზრის რეფორმის პროექტი მზადაა

68

კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”ნიკორა თრეიდის” პირველი ობლიგაციების განთავსების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინონ.

”ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან კარგი და წარმატებული მაგალითი. ”ნიკორა თრეიდმა” გამოუშვა 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს კიდევ ერთი წარმატებული, გამჭვირვალე ფინანსების მქონე კომპანია, რომელიც ფართო საზოგადოებას ენდო და რომელსაც მან პირდაპირ ასესხა ეს სახსრები. პრინციპულად  მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, იმ ინდივიდებმა თუ კორპორაციულმა კომპანიებმა, რომლებმაც აღნიშნული ობლიგაციები იყიდეს, ფაქტობრივად, ობლიგაციები ამაში დააბანდეს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის რეფორმას, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ის, ფაქტობრივად, უკვე შემუშავებულია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.

მისივე თქმით, რეფორმის პროექტს უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომა განიხილავს და განსაზღვრულ ვადებში მისი განხორციელებაც დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g