LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე: „ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო“

164
დიმიტრი სამხარაძე

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ეხმაურება ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას.

რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

„პირდაპირ და ღიად ითხოვენ: პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!

ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ – „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!

ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო! მშვიდობა – ომით შეცვალეთო!

საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები – ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!

ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს უგზავნის წერილს, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს

პირდაპირ და ღიად ითხოვენ: ❌პატიოსნება და ოჯახის ღირსება➖ გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო‼️…

Posted by Dimitri Samkharadze on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g