უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ბოლო სამი შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, სეზონის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა. ფოთში თბილისის „დინამომ“ ადგილობრივი „კოლხეთი“ 3:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიპოვა. ფოთში გამარჯვების შემდეგ, თბილისური კლუბი კონკურენტებისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა.