LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“ Caucasus Build 2023-ის მონაწილეა

358
dio (1)

კომპანია „დიო“-მ 28-30 აპრილს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. კომპანიამ დამსწრე საზოგადოებასა და დაინტერესებულ ვიზიტორებს საკუთარი პროდუქციის ნიმუშები, მათთვის საჭირო ინფორმაცია და შინაარსობრივად დატვირთულ სტენდი წარუდგინა.

„ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა. გამოფენა ყოველთვის პროდუქტიულია, ვინაიდან გარდა საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა რემონტით, მშენებლობითა და ინტერიერის თუ ექსტერიერის განახლებით დაინტერესებულ პირებს ჩვენი პროდუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაცნობთ, ვუზიარებთ უახლეს ტრენდებს, სიახლეებსა და ტენდენციებს. დამთვალიერებლებმა წელსაც პროდუქტებით დახუნძლული სტენდი იხილეს, ყველა ვიზიტორს „დიო“-ს სრული ასორტიმენტის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადავეცით, იქვე წარვუდგინეთ რამდენიმე ნიმუში, გავცვალეთ მოსაზრებები და საბოლოოდ „დიო“-ს 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტის დათვალიერებისთვისა და შერჩევისთვის ჩვენს შოურუმში ველოდებით, სადაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ“, – აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“- მრავალი წელია ინტერიერისა და ექსტერიერის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g